ისლამაბადის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ცეცხლი სამშობიარო განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიცირების სისტემის აფეთქებამ გამოიწვია. მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების. ხანძრის გაჩენის დროს პალატაში 15 ახალშობილი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადარჩა.ტრაგედიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.