ოპოზიციურ ალიანსში სამომავლო გეგმებზე მუშაობა გრძელდება - ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ. ოპოზიციის წევრები პოლიტიკური გაერთიანებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების შესაძლებლობებზე მსჯელობენ. მმართველ პარტიაში კი ოპოზიციის გეგმებს სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ მომავალ არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს წარმატების შანსი არ აქვთ.