ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს

2026-08-26 16:49:02+04:00

ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ჰორმუზის სრუტე „ირანის კონტროლის ქვეშ არის“.

ამასთან, ჰოსეინ მოჰებიმ აღნიშნა, რომ „სპარსეთის ყურეში მტრის სამხედრო გემები არ იმყოფებიან“.

„თუ აშშ დაბრკოლებების შექმნას დაასრულებს და მემორანდუმის პირობებს დაუბრუნდება, მაშინ ჩვენ შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნას შევძლებთ“, - აღნიშნა მოჰებიმ.