უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად ფრონტის ხაზზეიმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატისთან ერთად ალექსანდროვკის მიმართულებაზე ჯარისკაცებს შეხვდა.
„მეთაურებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. არის კონკრეტული მოთხოვნები: დრონებით უზრუნველყოფა, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და რადარების საჭიროება, ბრიგადების პირდაპირი დაფინანსება და მებრძოლების მომზადება. ჩვენი დამცველები მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.