დონალდ ტრამპი - CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო, არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება - შესაძლოა, რამე გამოვიდეს - Palitra News

დონალდ ტრამპი - CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო, არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება - შესაძლოა, რამე გამოვიდეს

2026-08-26 13:03:17+04:00

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში.

“ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება”, - განაცხადა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა რამე გამოვიდეს”.