ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი - პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავდება - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი - პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავდება

2026-08-26 21:15:51+04:00

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალდების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. ყოფილი პრემიერი ბრალდებას არ აღიარებს და ამ პროცესს პოლიტიკურ ბრძოლად და უსამართლობად მიიჩნევს.

„ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის ყოფილი თანაგუნდელები კი აცხადებენ, რომ ახალი ბრალი მის კორუფციულ საქმიანობას ადასტურებს. მათივე შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გამოქვეყნებულ წერილებში კონკრეტული ფაქტები არ იკვეთება.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ღარიბაშვილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში იცოდა. მათივე ვერსიით, მიმდინარე საქმე ბიძინა ივანიშვილსა და მის ყოფილ თანამოაზრეს შორის პირად და პოლიტიკურანგარიშსწორებას უკავშირდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ივანიშვილთან დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა.