რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 1-ელი სექტემბრიდან თბილისში ავტომობილებისთვის გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება და თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთანმისასვლელად ორი ძირითადი მიმართულება განისაზღვრება.
კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. მან მოსახლეობას პროექტით გამოწვეული დისკომფორტის მოთმენისკენ მოუწოდა.
მერის შეფასებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირი მნიშვნელოვნად განახლებული იქნება.