ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათში რუსეთის ტერიტორიაზე 16 სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურა, აეროდრომები, სარაკეტო დანადგარი, სამხედრო და ლოგისტიკური ობიექტები აღმოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, დარტყმები რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხს წარმოადგენს და მიზნად აგრესორი ქვეყნისთვის ომის ფასის გაზრდას ისახავს. მანამდე რუსული მედია იტყობინებოდა, რომ დრონების იერიშის შედეგად ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმა 40 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა.