ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა - Palitra News

ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა

2026-08-26 21:32:22+04:00

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა. წლევანდელი პროგრამა ცნობილი ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და შვიდ კონცერტს მოიცავდა.

ფესტივალმა ტრადიციულად ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები გააერთიანა. „ღამის სერენადები“ თბილისში 16, 18 და 20 სექტემბერს გაგრძელდება.

ღონისძიება საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროების, ასევე ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.