ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ თანხების მითვისებაში ადანაშაულებს - Palitra News

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

2026-08-26 21:34:49+04:00

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად კამათში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ჩაერთო და ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

კითხვაზე, იშლება თუ არა ოპოზიციური გაერთიანება, ალიანსში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და მიმართულება აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ალიანსის შეხვედრებზე მეტადმოქალაქეებთან კომუნიკაციას ანიჭებს მნიშვნელობას.

ხელისუფლებაში ოპოზიციურ დაპირისპირებას მოსალოდნელ პროცესად აფასებენ. მათი შეფასებით, ალიანსი ე.წ. პატრონების დაკვეთით შეიქმნა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება.