ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - პრემიერი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბრობს - Palitra News

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - პრემიერი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბრობს

2026-08-26 21:40:31+04:00

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე იმუშაოს. მისი შეფასებით, თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ კონკრეტულ გზამკვლევს უნდა დაეყრდნოს.

ოპოზიცია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვაშინგტონთან ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.