მარტა კოსი - ევროკავშირის გაფართოების ოთხ მთავარ მიმართულებაზე ევროპული საბჭო ოქტომბერში იმსჯელებს - Palitra News

მარტა კოსი - ევროკავშირის გაფართოების ოთხ მთავარ მიმართულებაზე ევროპული საბჭო ოქტომბერში იმსჯელებს

2026-08-26 21:43:23+04:00

ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების ოთხ მთავარ მიმართულებას ასახელებს, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.

კოსის განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების შემუშავებაა. ამავდროულად, ევროკავშირმა შიდა რეფორმებზე, უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებასა და ეტაპობრივ ინტეგრაციაზე უნდა იმუშაოს. ამასთანავე, ეტაპობრივი ინტეგრაცია კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებამდე გარკვეული სარგებლის გაზიარებასაც ითვალისწინებს.