ჩრდილოეთ საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი - Palitra News

ჩრდილოეთ საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

2026-08-27 10:59:36+04:00

ჩრდილოეთ საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ავტომობილი ნორმანდიის რეგიონის ქალაქ კანში, რკინიგზის სადგურზე მყოფ ხალხში შევარდა, რის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

კალვადოსის დეპარტამენტის პრეფექტმა, დავიდ კლავიერმა განაცხადა, რომ დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეჭვმიტანილი, რუსეთში დაბადებული 26 წლის მამაკაცია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრში დააკავეს.

„ამ ეტაპზე ტერორისტულ მოტივს არ განვიხილავთ, თუმცა გამოძიება ახლახან დაიწყო“, - განაცხადა ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბრუნო კოტანსომ.

კალვადოსის პრეფექტის ცნობით, სადაზვერვო სამსახურებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა აქამდე ცნობილი არ ყოფილა, ხოლო პოლიცია მის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საგზაო წესების დარღვევის გამო ფლობდა.