თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.ლილუაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. და აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.