ევროკავშირის გაფართოება და ეტაპობრივი ინტეგრაცია - რა თქვა მარტა კოსმა და როგორ აფასებენ მის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის გაფართოება და ეტაპობრივი ინტეგრაცია - რა თქვა მარტა კოსმა და როგორ აფასებენ მის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

2026-08-27 12:39:59+04:00

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკომისარმა მარტა კოსმა ოთხი ძირითადი მიმართულება გამოყო, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების შემუშავება სახელდება. ეტაპობრივი ინტეგრაცია კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანებამდე გარკვეული სარგებლის მიღებას ითვალისწინებს. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ კრიტიკას აგრძელებს და გაერთიანების გაფართოებაზე პასუხისმგებლობას ოფიციალურ ბრიუსელს აკისრებს. კიდევ რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები.