პოლიციამ თბილისსა და გურჯაანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე ორი პირი დააკავა.თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აიყვანეს. ჩხრეკისას და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით მეთადონი ამოიღეს.გურჯაანში კი ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან დაახლოებით 50 კილოგრამი კანაფი და ნარკოტიკის დასამზადებლად საჭირო მასალები ამოიღეს. ორივე საქმეზე გამოძიება გრძელდება.