"ოპოზიციურ ალიანსში" დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად უთანხმოებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძეც ჩაერთო, რომელმაც ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. "ალიანსში" შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და მიმართულება აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ "ალიანსის" შეხვედრებზე მეტად საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრებს ანიჭებენ უპირატესობას.ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციაში არსებული უთანხმოება არ უკვირთ. მათი შეფასებით, "ალიანსის" შექმნა ე.წ. პატრონების დაკვეთით მოხდა და გაერთიანებული პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება.