თბილისში პოლიციამ ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას სხვადასხვა მოდელის იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.ამოღებულ ნივთებს შორისაა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი და ორი მცირე კალიბრის შაშხანა. ასევე ამოღებულია ტროტილი, ხელყუმბარა, სამი ე.წ. მაყუჩი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მჭიდები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.