სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ათასი ლარის ზიანი გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებამ - Palitra News

სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ათასი ლარის ზიანი გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებამ

2026-08-27 12:54:40+04:00

სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ათასი ლარის ზიანი გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებამ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა სოფელ ფანშეთის მიმდებარედ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, დაახლოებით 1000 კუბური მეტრი წიაღისეული მოიპოვა. სამართალდარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს.ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.