საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობები და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა წარადგინა - Palitra News

საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობები და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა წარადგინა

2026-08-27 12:56:25+04:00

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობები და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა წარადგინა.კომპანიამ ახალი ბრენდირებული ავტომობილები, სპეციალური ტექნიკა, დრონები, ინდივიდუალური ეკიპირება და საველე ინვენტარი წარმოადგინა. განახლებული შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სწრაფად შეფასებასა და ტექნიკური პრობლემების დროულ გამოვლენას შეუწყობს ხელს.კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, გაძლიერებული ინსპექტირების სამსახური მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და მომხმარებლის პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს.დრონები კომპანიას მსოფლიო ბანკმა GRAIL-ის პროექტის ფარგლებში გადასცა. მათი გამოყენება ფართო ტერიტორიების მონიტორინგსა და რეაგირების ეფექტიან დაგეგმვას გაამარტივებს.