ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობამ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, სულ მცირე, 800 უცხოელია - Palitra News

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობამ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, სულ მცირე, 800 უცხოელია

2026-08-27 13:01:24+04:00

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობამ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, სულ მცირე, 800 უცხოელია. ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა.მსხვერპლთა უმეტესობა კაილასა-მანასაროვარისკენ მიმავალი მომლოცველები არიან. ეს ტერიტორია ტიბეტში მდებარე მაღალმთიან წმინდა ადგილს წარმოადგენს. ათასობით ჩარჩენილ ადამიანს დახმარებას შვეულმფრენით აწვდიან.წინასწარი მონაცემებით, სტიქია შესაძლოა მიწისძვრის შედეგად მყინვარის ნაწილის ჩამონგრევას უკავშირდებოდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნეპალში კატასტროფებზე რეაგირების მრჩეველს აგზავნის და 500 ათასი დოლარის დახმარებას გამოყოფს.