როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა

2026-08-27 15:03:18+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს კითხავენ.ადვოკატ ლანა ცერცვაძის განცხადებით, დაკითხული დაცვის თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ სუს-ში შესვლისას ყველა ვიზიტორი მოწმდებოდა. მისივე თქმით, მოწმეებს შორის არიან პირები, რომლებსაც ლილუაშვილის კაბინეტში რომეო მიქაუტაძე არ უნახავთ.დაცვის მხარე ასევე ელოდება, რომ მოწმეები დაადასტურებენ, მიქაუტაძე ლილუაშვილთან ე.წ. 14-კილოგრამიანი ხელბარგით არ მისულა. ცერცვაძე ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა ლემონჯავა იმყოფება.