"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა..." - რას ასახელებს მამუკა მდინარაძე გადადგომის მიზეზად - Palitra News

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა..." - რას ასახელებს მამუკა მდინარაძე გადადგომის მიზეზად

2026-08-27 15:01:51+04:00

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და მისი გადადგომა მისივე ინიციატივა იყო. მანვე აღნიშნა, რომ ამის შესახებ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და თავდაპირველად მათი თანხმობის მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა, როგორც მდინარაძე ამას ამტკიცებს, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ეს მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდსა და საკუთარ ოჯახს გადაუხადა. დღეს ამ ამბავს სალომე ჯაფარიძე აშუქებს.