ევროკავშირის გაფართოება და ეტაპობრივი ინტეგრაცია — მარტა კოსის ინიციატივა და „ქართული ოცნების“ კრიტიკული პოზიცია - Palitra News

ევროკავშირის გაფართოება და ეტაპობრივი ინტეგრაცია — მარტა კოსის ინიციატივა და „ქართული ოცნების“ კრიტიკული პოზიცია

2026-08-27 15:05:17+04:00

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა მარტა კოსმა ოთხი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების შემუშავება სახელდება. ეს მიდგომა კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე გარკვეული სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამ საკითხის პარალელურად, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ კრიტიკულ პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. მმართველი გუნდი გაერთიანების გაფართოებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ოფიციალურ ბრიუსელს აკისრებს.