საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ამ დრომდე არ შესულა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა. დასავლური მედიის თანახმად, 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება - მათი უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.