ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - Palitra News

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

2026-08-27 19:37:31+04:00

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტოვა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი.

„ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა) მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ გამოვდივართ. დავრეკე 112-ში, გადმოცემულიაო და ჯერ არაფერს აკეთებენ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?“, - წერს მოქალაქე თიკო ნერგაძე „ფეისბუქზე“.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მყოფი მოქალაქეებმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ორი საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.

მოქალაქეების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.

„ინტერპრესნიუსი“ოფიციალური უწყებებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.