წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე ჩამოვიდა მიწის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფრო ზუსტად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.