თბილისში „ანტი-ანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა - Palitra News

თბილისში „ანტი-ანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა

2026-08-27 21:09:17+04:00

თბილისში „ანტი ანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლებს შორის არიან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე, პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძემ, რეჟისორი კახა გოგიძემ, „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიამ, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი მელაშვილი და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარ თავს აპოლიტიკურ და ზეპარტიულ პლატფორმად მიიჩნევს. მისი მთავარი მიზანი რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით ბრძოლაა.

პლატფორმა ასევე იმუშავებს დევნილთა უფლებების დაცვაზე, სამართლებრივ კვლევებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ოკუპაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.