მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის - ოპოზიცია მის წინააღმდეგ შესაძლო დევნაზე საუბრობს - Palitra News

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის - ოპოზიცია მის წინააღმდეგ შესაძლო დევნაზე საუბრობს

2026-08-27 21:19:01+04:00

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება თავადვე მიიღო. მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკითხზე ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და მათი თანხმობის მიღება თავდაპირველად მარტივი არ ყოფილა. საბოლოოდ კი, როგორც თავად ამბობს, ისინი დაარწმუნა, რომ ეს მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მდინარაძის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს ადარებენ.