ირაკლი კობახიძე ერევანში დაგეგმილ „სი ო პი“ის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღონისძიებაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიწვია. სამიტს ერევანი ოქტომბერში, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში უმასპინძლებს. კობახიძემ ფაშინიანს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. მთავრობის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.