ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. უთანხმოებაში ამჯერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძეც ჩაერთო, რომელმაც ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.
ალიანსში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და მიმართულება აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ალიანსის შეხვედრებზე მეტად საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციაში არსებული უთანხმოება მოსალოდნელად მიაჩნიათ. მათი შეფასებით, ალიანსი ე.წ. პატრონების დაკვეთით შეიქმნა და გაერთიანებული პარტიების საქმიანობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ემსახურება.