„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ალტერნატიული თამბაქოს უკანონო რეკლამისთვის ჯარიმების გაზრდას ითხოვს - Palitra News

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ალტერნატიული თამბაქოს უკანონო რეკლამისთვის ჯარიმების გაზრდას ითხოვს

2026-08-27 21:25:51+04:00

თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს ალტერნატიული ნაწარმის უკანონო რეკლამის წინააღმდეგ ჯარიმების მკვეთრად გაზრდას ითხოვს.

ალიანსის განცხადებით, სოციალურ და ციფრულ მედიაში ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და ნიკოტინის ბალიშების პოპულარიზაცია გახშირდა. მათი შეფასებით, ასეთი კამპანიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდები და მოზარდები არიან.

ორგანიზაცია მოქმედი ჯარიმების გაზრდას ითხოვს: პირველ დარღვევაზე სანქცია 20 000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაზე კი 50 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

ალიანსი ასევე მოითხოვს ციფრულ პლატფორმებზე მკაცრი მონიტორინგის დაწესებას და კანონის აღსრულების გამკაცრებას. მათი შეფასებით, არსებული 5 000-ლარიანი ჯარიმა ინდუსტრიისთვის საკმარის შემაკავებელ მექანიზმს არ წარმოადგენს.