ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა - 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება - Palitra News

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა - 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

2026-08-27 21:30:02+04:00

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შედეგებთან გამკლავების სამუშაოები გრძელდება. ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მყინვარის ნაწილის ჩამოშლას ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. სტიქიამ დასახლებები, გზები, ხიდები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა, 1 300-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მათ შორის უცხოელი ტურისტები და მომლოცველებიც არიან. მაშველები დაკარგულებს კვლავ ეძებენ, თუმცა რთული რელიეფი და დაზიანებული გზები სამძებრო სამუშაოებს აფერხებს.