ლილუაშვილის საქმეზე დაცვის მხარე - 15-კილოგრამიანი ხელბარგი მის კაბინეტში ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა - Palitra News

ლილუაშვილის საქმეზე დაცვის მხარე - 15-კილოგრამიანი ხელბარგი მის კაბინეტში ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა

2026-08-27 21:31:51+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ რომეო მიქაუტაძე ყოფილი სუს-ის უფროსის კაბინეტში არასდროს ყოფილა. ადვოკატის თქმით, მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ 15-კილოგრამიანი ხელბარგი ლილუაშვილის კაბინეტში ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებისგან მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის მიქაუტაძის მიერ შესაძლო სარგებლის მიმღები კომპანიებისა და ტენდერების შესახებ მონაცემები, არ მიუღია. პროკურორის შეფასებით კი, დაცვის თანამშრომლების ჩვენებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.