თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში იპოვეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ბუავა მეზობლებმა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ პოლიცია და სამაშველო სამსახური კორპუსში ძლიერი სუნის გამო გამოიძახეს. მეზობლების ცნობით, კამერების ჩანაწერებით, ბუავა სახლიდან 23 აგვისტოს შემდეგ არ გასულა.გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა. ის ტიკტოკზე ქართველებისა და აფხაზების მეგობრობისა და თანაცხოვრების შესახებ ვიდეოებს აქვეყნებდა. აფხაზეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს მისთვის „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.