ბათუმში პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო.სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ქურდობის მცდელობას ეხება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.