თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ნივთების, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღეს. ნარკოტიკები ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინეს.პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.