ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 469-ს მიაღწია, ასობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება - Palitra News

ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 469-ს მიაღწია, ასობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება

2026-08-28 12:08:21+04:00

ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 469-ს მიაღწია, ასობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ტიბეტის ტერიტორიაზე სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 550-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ სტიქიისგან დაზარალებულ ტერიტორიებზე ახალი წყალდიდობა განვითარდეს.ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის ძლიერი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და გზები დააზიანა და ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.