არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილიც შეიწყალა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილიც შეიწყალა

2026-08-28 13:47:34+04:00

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა- შენახვას გულისხმობს.

მას მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი კაჭკაჭაშვილი იმ პირთა შორისაა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.