მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა. გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და ამის შესახებ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.მდინარაძის თქმით, თავდაპირველად მათი თანხმობის მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მან ორივე დაარწმუნა, რომ პოლიტიკიდან წასვლა მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო.მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მას მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხეც დაემუქროს.ოპოზიცია პროცესს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს უკავშირებს და პარალელებს ავლებს. რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში - თემაზე მაგდა ბლუშვილი მოგვიყვება.