საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისა და ვეტერინარული მექანიზმების გასაცნობად იორდანიის დელეგაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. მხარეებმა ცოცხალი ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს.იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ ცხოველთა უფასო ვაქცინაციის, ჯანმრთელობის ზედამხედველობისა და გადაადგილების კონტროლის სისტემებს. მათ ასევე დაათვალიერეს ლაბორატორიები და ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.
დელეგაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა და ცხვრის გადასარეკ ტრასაზე ვეტერინარულ კონტროლს გაეცნო.მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოსთვის ახალი ბაზრების ათვისებასა და ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.