მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და სამუშაოები 2026 წლის 30 დეკემბრამდე გადაიდო. შესაბამის შეთანხმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია და „ბადა ქონსთრაქშენი“ მიაღწიეს.
განახლებული ხელშეკრულებით, პროექტის ღირებულებამ 13 მილიონ 240 ათასი ლარი შეადგინა.
„ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში დაიწყო დათავდაპირველად 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების ვადა მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიწია.
2025 წლის სექტემბრიდან სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.