შიო III - ეს პირველი მარიამობაა ილია II-ის გარეშე - მისი ლოცვა, მსახურება და სიტყვები გვაკლია - Palitra News

შიო III - ეს პირველი მარიამობაა ილია II-ის გარეშე - მისი ლოცვა, მსახურება და სიტყვები გვაკლია

2026-08-28 21:38:18+04:00

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

მთავარი მსახურება თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა და ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა.

ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს პირველი მარიამობაა გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის, გარეშე. მისი თქმით, მრევლს ილია მეორის ლოცვა, მსახურება და სიტყვები ენატრება.

შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველოს კურთხევა, გადარჩენა, გამთლიანება და გაძლიერება უსურვა.