მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ექვსი პირიც მოხვდა. გათავისუფლდნენ საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე.
მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებოდნენ, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეწყალების გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საკითხს განსხვავებულად აფასებენ.