სათაურის ვარიანტები იორდანიის დელეგაცია საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული სისტემის შესასწავლად ჩამოვიდა - Palitra News

სათაურის ვარიანტები იორდანიის დელეგაცია საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული სისტემის შესასწავლად ჩამოვიდა

2026-08-28 21:44:48+04:00

საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისა და ვეტერინარული სისტემის შესასწავლად იორდანიის დელეგაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. მხარეებმა ცოცხალი ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენლები ცხოველების უფასო ვაქცინაციის, ჯანმრთელობის ზედამხედველობისა და გადაადგილების კონტროლის მექანიზმებს გაეცნენ.

სტუმრებმა სააგენტოს ლაბორატორიები და ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.