მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ამის შესახებ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, თავდაპირველად ორივეს დარწმუნება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ მათ მისი გადაწყვეტილება მიიღეს.
მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერის პოლიტიკიდან წასვლას ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები არგამორიცხავენ, რომ მდინარაძეს მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე დაემუქროს.
ოპოზიცია მის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს უკავშირებს და მსგავსებაზე მიუთითებს.