ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო

2026-08-28 22:02:33+04:00

უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ამერიკული მხარისგან ინფორმაცია მივიღეთ ამ დღეებში მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე. იქ რიგი შეხვედრები გაიმართა. გუშინ ვლაპარაკობდით და ახლაც ვილაპარაკეთ ამერიკულ მხარესთან. მადლობას ვუხდი ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრის საჭირო ტონალობისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს ნაბიჯების შეთანხმებულობას და იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს საკმაოდ რეალისტურ ხედვას იმისა თუ რა არის გასაკეთებელი და რისი გაკეთებაა საჭირო.