მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა - Palitra News

მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა

2026-08-28 22:04:19+04:00

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს.

„გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება. პირველი შეხვედრა - იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსტან. მადლობა მინდა გადავუხადო გვიდოს პირადი მხარდაჭერისთვისა და წინადადებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვით ინოვაციებზე. მადლობელი ვარ ნდობისთვისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის”, - წერს ფედოროვი.

მისი თქმით, ამ როლში ის დაეხმარება იტალიას თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სფეროს დახვეწაში და მსოფლიოში თავდაცვის სფეროში ახალი გამოწვევებისადმი ადაპტირებაში.

„უკრაინა და ჩვენი გუნდი ტექნოლოგიური ომის უნიკალურ გამოცდილებას ფლობენ, რომელიც მზად ვართ პარტნიორებს გავუზიაროთ. ამავდროულად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება - ვაგრძელებ უკრაინაში პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენს თავდაცვას აძლიერებენ და საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში გვეხმარებიან,” - წერს ფედოროვი.