რუსების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რუსული ძალების იერიშის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვი.
ასევე, მისი თქმით, რუსების დარტყმის ზონიდან 381 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.