ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა - Palitra News

ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

2026-08-29 18:13:38+04:00

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.